წესები და პირობები. კონფიდენციალურობა

წესები და პირობები

მოვაჭრის დასახელება: აიპ საქართველოს ბიბლური საზოგადოება

საიდენტიფიკაციო კოდი: 211326171

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, პეკინის ქ., N35/37 „ბიბლიის სახლი“

ელფოსტა:  office@bible.ge

ტელეფონის ნომერი: 995 599 555746838

მოვაჭრის ვალდებულებები

  • მოვაჭრე ვალდებულია მყიდველს გადასცეს საიტზე განთავსებული ფოტოს და აღწერის  შესაბამისი საქონელი.
  • საქონელი აღწერის  შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც არსებობს საყოველთაო თანხმობა.

კანონისმიერი გარანტია

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (თუ ეს შესაძლებელია), ან შეცვლა (იგივე საქონლის არსებობის შემთხვევაში მოვაჭრის საწყობში), ან ფასის შემცირება ან ან საერთოდ დააბრუნოს შენაძენი ღირებულების სრული ანაზღაურებით მოვაჭრის მხრიდან.
  • საქონელი შეკეთებული, ან შეცვლილი, ან დაბრუნებული უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის რაობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

შეკვეთის მიღება

  1. მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია მოვაჭრის საიტზე შეკვეთის გაფორმების გზით, შემდეგ მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების ნაწილზე, შეყავს საბანკო მონაცემები და ახორციელებს ანგარიშსწორებას.

 

  1. მოვაჭრე არ უზრუნველყოფს შეძენილი საქონლის მიტანას მომხმარებლამდე.

 

  1. შეძენილი ნივთის მიღებას უზრუნველყოფს მომხმარებელი, პირადად, მოვაჭრის მაღაზიიდან (მისამართზე: თბილისი, პეკინის 35/37, ბიბლიის სახლი), ან თავადვე უზრუნველყოფს შეძენილი ნივთის მიღებას მიტანის სერვისის კომპანიის არჩევით, ამ სერვისის შეკვეთაას და არჩეული კომპანიისთვის გაწეული სერვისის ღირებულების გადახდას.

 

  1. მოვაჭრე, ანგარიშსწორების მომენტიდან არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება.
  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
  • მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
  • მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და  დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
  • მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი სხვა საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი შენაძენზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის და ოფიციალური დასვენების დღეების გამორიცხვით).
  • ეს ვადა აითვლება საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.

დაბრუნების პირობები

  • ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია დააბრუნოს უნაკლო საქონელი (მოიტანოს ის მაღაზიაში (საქართველო, თბილისი, პეკინის ქ., N35/37 „ბიბლიის სახლი“) და გადმოგზავნოს ინფორმაცი დაბრუნების შესახებ ელ-ფოსტაზე: office@bible.ge, ან მოვაჭრის ფეისბუქ გვერდის (https://www.facebook.com/profile.php?id=100064445959635) .
  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ამ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
  • მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე  რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

ფორსმაჟორი

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს. მოვაჭრის მიერ შეტყობინებად ითვლება ინფორმაციის გამოქვეყნება თავის ინტერნეტ ან ფეისბუკ გვერდზე.
  • შეტყობინებაში ასახული ფორს-მაჟორული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: რაიმე კომპეტენტური ორგანოს მიერ.
  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და „საქართველოს ბიბლიური საზოგადოების“ (შემდგომში – „გამომცემლობა“) მომსახურების მიღების დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს.

გამომცემლობა, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.

გამომცემლობის  ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე   წვდომით/გამოყენებით პირი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ. ასევე, „საქართველოს ბიბლიური საზოგადოების“ სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, აღნიშნული პოლიტიკა ხდება მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.

მონაცემების დამუშავების დანიშნულება, მიზანი და საჭიროება

გამომცემლობის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით.

 

გამომცემლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, საბითუმო ვაჭრობისათვის, დაგროვების ბარათით სარგებლობისა და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარკეტინგის მიზნით სარეკლამო/მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისათვის.

 

აღნიშნული მიზნით გამომცემლობა ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა:

 

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, კლიენტის Facebook ან Google პროფილი (ელექტრონული ავტორიზაციის განხორციელების მიზნით).

 

გამომცემლობამ შესაძლებელია დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

 

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

მონაცემთა სუბიექტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნა/ჩაბარება;

გამომცემლობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

მარკეტინგული მიზანი, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით გამომცემლობის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;

გამომცემლობის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

ერთჯერადი გარიგების დასადებად;

მომსახურების მისაწოდებლად (მაგ.: დაგროვების ბარათის გახსნა და სხვა), მათ შორის, შეკვეთის დამუშავებისთვის, მისი მოტანისთვის და სხვა;

მომხმარებლის მომსახურების ინტერაქტიურ ფუნქციებში მონაწილეობის დასაშვებად, თუკი არსებობს შესაბამისი თანხმობა;

მომსახურებისას ჩატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის შესატყობინებლად;

მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს შეკვეთების, შენახული (მოწონებული) და კალათაში დამატებული პროდუქტების ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, მომხმარებელთა ქცევას და სხვა;

მომხმარებლის მიერ გამომცემლობის პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;

საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან ავტორიზაციის გავლის შეტყობინებები;

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;

სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;

ახალი პროდუქტების, სისტემებისა და მომსახურებების შესამოწმებლად;

გამომცემლობის ბრენდების, პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის/გაუმჯობესებისთვის;

გამომცემლობის სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;

დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის ანგარიშების შესადგენად;

შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;

პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მომხმარებლების დასახმარებლად;

მომხმარებლის ანგარიშის ან/და გამოწერის, ვადის ამოწურვის და განახლების, ელფოსტით მისაღები მითითებების და ა.შ. შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის;

გამომცემლობის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის;

მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებისა და პრობლემებზე რეაგირებისთვის.

 

გამომცემლობა ამ დოკუმენტში მითითებული საფუძვლებით ამუშავებს ქვემოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემ(ებ)ს:

 

საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

საკონტაქტო ინფორმაცია − მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი/მუნიციპალიტეტი;

სახელშეკრულებო ინფორმაცია − ინფორმაცია გამომცემლობის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ;

კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები − ელექტრონული ფოსტით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;

საჯარო მონაცემები − საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია;

გამომცემლობის მიერ შექმნილი მონაცემები − გამომცემლობის მიერ კლიენტის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები კლიენტის ქცევის, პრეფერენციების, რისკის რეიტინგის და ა.შ. შესახებ);

ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები − IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.

მონაცემების შეგროვების წყარო

გამომცემლობის მომსახურების ან/და პროდუქტის მიღების მიზნით მონაცემთა სუბიექტის გამომცემლობისათვის ნებისმიერი ფორმით მიმართვა;

გამომცემლობის მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;

მონაცემთა სუბიექტის მიერ გამომცემლობის ოფიციალური ვებსაიტის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება;

საჯარო წყაროები და მესამე პირები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

გამომცემლობის მიერ პერსონალურ მონაცემთა  დამუშავება ხორციელდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა) და მისი ღირსების შეულახავად, კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-5 მუხლი, 24-ე და მე-12 მუხლების შესაბამისად.

 

 

 

დამუშავების საფუძვლებია:

 

მონაცემთა სუბიექტის ნებაყოფლობითი თანხმობა, მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დადება.

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, მათ შორის, კანონმდებლობით გამომცემლობაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

მომსახურების მიზნით მონაცემთა სუბიექტის განცხადების (მათ შორის ელექტრონული ფორმით) განხილვა, მისთვის მომსახურების გაწევა.

გამომცემლობის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა.

მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა (მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა).

ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებისათვის

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას:

 

მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის;

გარიგების მონაწილე მხარეებისათვის;

კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის;

Მომხმარებლის თანხმობისა და ინფორმირებულობის შემთხვევაში, სარეკლამო/მარკეტინგული კომპანიისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას;

მომსახურების პროვაიდერებისათვის – მათ შორის და არამხოლოდ: გამომცემლობის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;

სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის (მაგ. კორესპონდენტი ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალი ბანკები, ინვესტორები, visa, mastercard და ა.შ);

გამომცემლობის პარტნიორებისათვის, რომლებიც გამომცემლობას უწევენ მომსახურებას (მათ შორის აუთსორსინგულ) ან/და ეხმარებიან მომხმარებლებისათვის საგადახდო/ფინანსური მომსახურების გაწევაში (მაგ: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია, Apple pay, Gpay, საბარათე ინსტრუმენტების მომწოდებელი და სხვა);

სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

გამომცემლობა პერსონალურ მონაცემებს ინახავს:

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლის განმავლობაში.

ან ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.

მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება

გამომცემლობის ვებაიტზე რეგისტრაციის გავლისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მონიშნოს სიახლეების გამოწერა, რის შემდეგაც იგი აცხადებს თანხმობას გამომცემლობამ დაამუშავოს მისი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.

მარკეტინგული მიზნით გამომცემლობა ამუშავებს მომხმარებლის სახელს, გვარს, ელფოსტას და ტელეფონის ნომერს.

მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას შემდგომში მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე და ტელეფონის ნომერზე მარკეტინგული შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების ან მეილების პერიოდულად მიღებაზე.

გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გამომცემლობას უფლება აქვს უარი გითხრათ იმგვარი მომსახურების გაწევაზე, რომელიც საჭიროებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

მომხმარებლის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ პარტნიორ კომპანიას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მარკეტინგის მიზნით გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შემდგომში უფლებამოსილი პირის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინებების მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელფოსტაზე გამოსაგზავნად.

მომხმარებლის მიერ მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების ელფოსტაზე მიღების შესახებ ინფორმირებული თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, „სულაკაურის გამომცემლობა“ იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „ბრევოს“ (https://www.brevo.com/) პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატური ელექტრონული შეტყობინებების (მეილების) დაგზავნას ადრესატის ელფოსტაზე (საკონტაქტო ინფორმაცია: contact@brevo.com).

გამომცემლობას უფლება აქვს, მარკეტინგის მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები დაამუშავოს 15 წლის ვადით, თუკი არ იქნება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღარ იარსებებს მონაცემთა დამუშავების საფუძველი. გამომცემლობას ასევე უფლება აქვს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს 15 წლის ვადით, ხოლო ამავე საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ მომხმარებლის წარდგენის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 1 წლის ვადით.

მონაცემთა უსაფრთხოება

მონაცემთა სუბიექტის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გამომცემლობაში მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები (მათ შორის, მონაცემთა ფსევდონიმიზაცია, მონაცემებზე წვდომის აღრიცხვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) და სხვა).

უზრუნველყოფილია პერსონალურ მონაცემთა დაცვა მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.

გამომცემლობას განსაზღვრული აქვს მისი ნებისმიერი თანამშრომლის უფლებამოსილებების შესაბამისად პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ფარგლები და ახდენს თანამშრომელთა მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მათ შორის, ახორციელებს თანამშრომელთა ინფორმირებას მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.

გამომცემლობის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში ან რომელსაც აქვს პერსონალურ მონაცემებზე  წვდომა, ვალდებულია, რომ არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების (მათ შორის, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების)  შესაბამისად.

ტექნიკური ინფორმაცია და მზა ჩანაწერები (Cookies)

საიტით სარგებლობისას გამომცემლობა ამუშავებს მომხმარებლის ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს (IP მისამართს), ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ვერსიას, ჩვენი მომსახურების გვერდებს, საიტზე შემოსვლის დროსა და თარიღს, საიტის გვერდებზე გატარებულ დროს, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორებს და სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებს.

 

გამომცემლობის ვებსაიტზე ყოფნისას გამომცემლობა მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და გამოცდილება. შესაბამისად, გამომცემლობის ვებსაიტით სარგებლობისას გამომცემლობა აგროვებს ე.წ. მზა ჩანაწერებს ვიზიტორების შესახებ.

 

მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებსაიტით სარგებლობისას ვიზიტორის გამოცდილების პერსონალიზების და გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.

 

მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, ვებსაიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორია, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც გამომცემლობის ვებსაიტზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა.

 

გამომცემლობის ვებსაიტზე ვიზიტისას ვიზიტორს/კლიენტს აქვს შესაძლებლობა დაეთანხმოს/არ დაეთანხმოს მზა ჩანაწერების გამოყენებას, გარდა მკაცრად აუცილებელი cookies ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია, გამომცემლობის ვებსაიტზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებისათვის და ვებსაიტის მუშაობისთვის. მკაცრად აუცილებელი cookies ინახება ვიზიტორის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში, რომლითაც ხდება ვებსაიტზე ვიზიტი და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით.

 

გამომცემლობა იყენებს შემდეგი სახის მზა ჩანაწერებს:

 

სესიურ მზა ჩანაწერებს: სესიური ქუქი-ფაილები, რომლებიც გამოიყენება გამომცემლობის მომსახურების მართვისთვის.

უპირატესობის მზა ჩანაწერებს: უპირატესობის მზა ჩანაწერებით ხდება იმ მონაცემის დამახსოვრება, რომელიც ადგენს თქვენს უპირატესობებს და გამოყენებულ პარამეტრებს.

უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს: უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გამომცემლობა იყენებს უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს.

სარეკლამო მზა ჩანაწერებს: სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სარეკლამო შეტყობინებების მისაღებად.

 

გამომცემლობას უფლება აქვს, აუთსორისნგზე დაიქირაოს მესამე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიას დაეხმარება სპეციალური მომსახურების მიზნით (მომსახურების სრულყოფის ავტომატიზაციის, მომსახურების მონიტორინგის/მეთვალყურეობის და ანალიზის, ქცევითი რემარკეტინგის, საგადასახადო მომსახურებისთვის). გამომცემლობა არ ამუშავებს საგადასახადო მომსახურების დროს გამოყენებული ბარათის მონაცემებს. ამ ინფორმაციას პირდაპირ იყენებს მესამე პირი საგადასახადო სისტემების სახით, ის თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საკუთარი უსაფრთხოების/ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად გამოიყენებს. საგადასახადო სისტემების ეს მოქმედება შეესაბამება საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის (PCI) უსაფრთხოების სტანდარტების საბჭოს მიერ დადგენილ საგადასახადო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტს (PCI-DDS). ეს საბჭო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Visa, Mastercard, American Express.

 

გამომცემლობის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას შეიძლება ჰქონდეს ბმული, რომელიც მომხმარებელს ამისამართებს სხვადასხვა საიტზე (მაგ. YouTube, Soundcloud და სხვ.). გამომცემლობა პასუხისმგებლობას არ იღებს სხვა საიტებზე გადამისამართების დროს მიყენებული ზიანის გამო.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია:

მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ.

გაეცნოს გამომცემლობაში დაცულ მონაცემებს და მიიღოს პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით.

მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს.

მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება.

მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ:

სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე.

მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტს არ სურს მათი წაშლა და ითხოვს მხოლოდ მათ დაბლოკვას;

მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი ესაჭიროება სამართალწარმოების მიზნით.

მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა.

არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

ნებისმიერ დროს გაითხოვოს/უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. გამომცემლობა შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და წაშლის უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოს გამომცემლობისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტრუქტურირებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა.

ავტომატიზებული საშუალებებით მონაცემთა სუბიექტის შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონით.

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ მოთხოვნა დააფიქსიროს სულაკაურის გამომცემლობის ელ. ფოსტაზე (info@sulakauri.ge) შეტყობინების გაგზავნის ან/და საკონტაქტო ნომერზე () ოპერატორისთვის მოთხოვნის დაფიქსირების გზით.

მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

მონაცემთა სუბიექტის ზემოთაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:

 

სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.

დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას.

ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.

სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

 

 

უფლებების შეზღუდვის ზომას გამომცემლობა იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

 

მომხმარებლის ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.

 

თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ გამომცემლობის ელფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ გონივრულ ვადებში.